понедельник, 2 марта 2009 г.




წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი (XIს.)
ხსენება 26 იანვარი (8 თებერვალი)

დავითი მეფობდა საქართველოში XI საუკუნეში . თავისი ბავშვობის დროს დავითი გახდა მოწამე და მხილველი საქართველოს საშინელი უბედურებისა. ჩვენს ქვეყანას შემოესია ოსმალები, ანუ თურქები. გადაწვეს ქალაქები და ბევრი ადამიანი დახოცეს. საქართველო თითქმის გავერანდა. პატარა ექვსი წლის დავითმა ძლივს გაასწრო ქუთაისიდან რაჭისკენ, როცა ოსმალები თავს დაესხნენ ამ ქალაქს და ცეცხლი წაუკიდეს.
დატანჯულ ხალხს დიდი იმედი ჰქონდა დავითისა. დავითი სამაგალითოდ აღიზარდა. თექვსმეტი წლისა მეფედ აკურთხეს.იგი ყველას აოცებდა თავისი დევისებური ტანოვანობით, დიდი ჭკუით და საარაკო მხნეობით.
უპირველეს ყოვლისა, მეფე დავითი შეუდგა ოსმალების თავიდან მოშორებას. დავითმა სნეულთათვის დიდ სოფლებში თავისი ხარჯით გამართა სახალხო სამკურნალოები – ლაზარეთები.
დავითი იყო მეტად ღვთისმოყვარე გვირგვინოსანი: აშენებდა ეკლესიებს, ხშირად დადიოდა წირვა-ლოცვაზე და მის მოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა.
დავითმა მღვდელი გაათავისუფლა მონობისაგან, მიანიჭა დამოუკიდებლობა და უფლება ეპისკოპოსად კურთხევისა. განიკვეთნენ უღირსი სასულიერო პირები და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ.
დავითმა საქართველო კიდევ უფრო იმით გააძლიერა, რომ განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან დააარსა მრავალი სასწავლებელი: დაბალი, საშუალო და მაღალი. ხალხს შვილები მიჰყავდა ამ სკოლებში და ეწაფებოდა განათლებას. დავითი ყოველ წელიწადს უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში გზავნიდა,თვითონ დავით მეფე უჩვენებდა ხალხს ჩინებულ მაგალითს სწავლის სიყვარულისა: ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა წიგნებისა და კითხულობდა ყოველთვის, როცა კი სამეფო საქმეებისაგან მოიცლიდა. ლაშქრობისა და ნადირობის დროსაც თან დაჰქონდა წიგნები საკითხავად.
როცა ქვეყანამ ძალ-ღონე მოიკრიფა, დავითმა შეადგინა დიდი ჯარი და ხარკი აღარ მისცა ოსმალებს. ესენი გაბრაზებულნი გამოეშურნენ საქართველოსკენ; მაგრამ დავითი მათ საზღვარზე მიეგება და საშინლად დაამარცხა. გაქცეულ მტერს უკან დაედევნა და სულ გაანადგურა. ათჯერ კიდევ სცადეს ოსმალებმა ბედი, მაგრამ ყველა ომი მთავრდებოდა მათი დამარცხებით და გაქცევით. მის სიმამაცეს საზღვარი არ ჰქონდა, თავგანწირულად იბრძოდა და არაერთხელ დაჭრილა გაცხარებულ ბრძოლაში.
დავითმა მთლიანად გაათავისუფლა საქართველო ოსმალებისაგან, მაგრამ მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა. ველური ოსმალები გარეკა სომხეთიდანაც და მათი მონობისაგან გაათავისუფლა სომეხთა დედაქალაქი ანისი, სადაც დანიშნა მთავარმართებლად ჩინებული ქართველი მოღვაწე. აგრეთვე განდევნა ოსმალები ყველა მახლობელი ქვეყნიდან. შავი ზღვიდან დაწყებული კასპიის ზღვამდე ოსმალების აღარსად იყვნენ და ყველა ხალხმა შვება იგრძნო. ამიერკავკასიის მადლიერმა ხალხებმა დავითი აღიარეს მეფეთა მეფედ და ნებაყოფლობით ყოველწლიურ ხარკს აძლევდნენ.
დავითი ყველას ხიბლავდა თავისი კაცთმოყვარეობით; შესისხლხორცებული ჰქონდა სახარების სწავლა, გამსჭვალული იყო მოყვასის გულწრფელი და მხურვალე სიყვარულით, მუდამ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა და საკუთარი თავი დავიწყებული ჰქონდა. ამასთან, მეტად უყვარდა ღვთის მსახურება. ამის გამო დავითი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდათა თანა შერაცხა.
დავითი დამარხულია დიდებულ გელათის მონასტერში, რომელიც თვითონვე ააგო ქალაქ ქუთაისის ახლოს.

დავითობა


ღირსი მამა დავით გარეჯელი (VIს.)

ხსენება 7(20) მაისი

ღირსი მამა დავითი წარმოშობით ასურეთიდან იყო. იგი ჯერ კიდევ ბავშვობაში დაემოწაფა წმინდა იოანე ზედაზნელს და როცა მოძღვარი საქართველოში ჩამოვიდა, დავითიც ჩამოჰყვა.
წმინდა დავითი თავის სულიერ შვილთან, ლუკიანესთან ერთად თბილისის მახლობლად მდებარე მთაზე დასახლდა, რომელსაც დღეს ჩვენ მთაწმინდას ვუწოდებთ. იმ დროს ქალაქი ცეცხლთაყვანისმცემლებს ეპყრათ. ამ ხალხს უცნაური სარწმუნოება ჰქონდა, მათ ეგონათ, რომ ღმერთი იყო ცეცხლი. მამა დავითი ბევრს ლოცულობდა ქალაქის მცხოვრებლებისათვის და ღმერთს მათ შეწყალებას და ჭეშმარიტების გზაზე დაყენებას სთხოვდა. ლოცვას რომ დაასრულებდა, გადმოდგებოდა და ქალაქს აკურთხებდა, რომელიც ამ მთიდან ხელისგულივით მოჩანდა. შემდგომში სწორედ ამ ადგილას აშენდა მამა დავითის სახელობის ტაძარი.
ერთხელ მათ ქალაქში ჩამოსულ მამა დავითს მეძავი ქალი მიუყვანეს, რომელიც ცილს სწამებდა ღირს მამას და ირწმუნებოდა, ბავშვი, რომელსაც მე მუცლით ვატარებ, ამ კაცისააო. მაშინ მამა დავითმა კვერთხი შეახო მის მუცელს და ჩვილს მიმართა: მართლა ვარ შენი მამა თუ არაო? ჩვილმა მუცლიდან ხმა მოსცა, არა, შენ ჩემი მამა არ ხარ, ჩემი მამა მჭედელიაო. ხალხი საშინლად განრისხდა, ქალს ეცნენ და ქვებით ჩაქოლვა დაუწყეს. ბევრს ეცადა მამა დავითი მათ დაწყნარებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. ეს მოხდა იმ ლთაყვანისმცემლები ხედავდნენ მათ წარმატებას, რის გამოც შურით აღიძრნენ და გაბოროტდნენ. ერთხელ მათ ქალაქში ჩამოსულ მამა დავითს მეძავი ქალი მიუყვანეს, რომელიც ცილს სწამებდა ღირს მამას და ირწმუნებოდა, ბავშვი, რომელსაც მე მუცლით ვატარებ, ამ კაცისააო. მაშინ მამა დავითმა კვერთხი შეახო მის მუცელს და ჩვილს მიმართა: მართლა ვარ შენი მამა თუ არაო? ჩვილმა მუცლიდან ხმა მოსცა, არა, შენ ჩემი მამა არ ხარ, ჩემი მამა მჭედელიაო. ხალხი საშინლად განრისხდა, ქალს ეცნენ და ქვებით ჩაქოლვა დაუწყეს. ბევრს ეცადა მამა დავითი მათ დაწყნარებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. ეს მოხდა იმ ადგილზე, სადაც ახლა ქაშუეთის ეკლესია დგას, როგორც ამბობენ, მისი სახელი სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდება.

წმინდა დავითმა იერუსალიმის მოსალოცად გასწია, მაგრამ თავი წმიდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა, მხოლოდ შორიდან ხილვით დაკმაყოფილდა, კარიბჭესთან დადგა და მხურვალე ლოცვას შეუდგა. წამოსვლისას სამი ქვა აიღო და საქართველოსკენ გამოეშურა. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: იერუსალიმის მოსალოცად ღვთის მონა დავითი მოვიდა და სარწმუნოებით მთელი იერუსალიმის მადლი მიაქვს. დააწიე მდევარნი და სამი ქვიდან ორი დაიტოვე, ერთი კი გაატანე, თუ არ გინდა, რომ ქალაქი სრულიად განიძარცვოს მადლისგანო. იერუსალიმის პატრიარქს მაშინვე გამოეღვიძა და ანგელოზის ბრძანებული აღასრულა. მამა დავითმა ორი ქვა პატრიარქს დაუტოვა, ერთი კი გარეჯის უდაბნოში ჩამოიტანა. ეს ქვა დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია და კურნების სასწაულებრივი მადლითაა აღვსილი.
წმინდა დავით გარეჯელი გარეჯის უდაბნოშია დაკრძალული და მისი საფლავიდან დღესაც ბევრი სასწაული აღესრულება.